„ვერავინ აუკრძალავს მოსწავლეს, რომ მობილური ტელეფონით მივიდეს სკოლაში“
14-12-2025

„ერთგვარი ოქროს შუალედი უნდა დავიცვათ. არავინ და ვერავინ აუკრძალავს მოსწავლეს, რომ მობილური ტელეფონით მივიდეს სკოლაში“– ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ სატელევიზო ეთერში საუბრისას. 

მანვე განმარტა, რა შემთხვევაში და როდის არ უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს ტელეფონთან წვდომა.

„მხოლოდ ამ პერიოდში მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში მიიტანენ მობილურ ტელეფონს, სპეციალურად გამოყოფილ უსაფრთხო ადგილას მოხდება ამ მობილურების განთავსება და სასწავლო პროცესი როდესაც დასრულდება ან შესვენების დროს, თუ მათ ექნებათ საჭიროება, რომ მშობელს ან მათთვის საინტერესო პირს შეეხმიანონ მობილურის საშუალებით, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ მისი გამოყენების შესაძლებლობა. უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის დროს მობილურების ქონა და გამოყენება იქნება აკრძალული. ჩვენ გავწერთ წესს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ სასწავლო წლის დაწყებიდან ეს წესები ავამოქმედოთ. რა თქმა უნდა, გავაცნოთ როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ მშობლებს და, შესაბამისად, ვფიქრობთ, ამ წესის დანერგვით მოსწავლეები უფრო ორიენტირებული გავხადოთ სასწავლო პროცესზე და უზრუნველვყოთ უფრო მეტად ჩართულობა და ინკლუზიურობა ამ კონტექსტში, რაც, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, მათი ცოდნის ამაღლებას და სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას ბევრად გაზრდის და ეფექტიანს გახდის“, – განაცხადა მიქანაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203