
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ღონისძიება მიუძღვნეს.
სკოლაში ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები პირველიდან მეათე კლასის ჩათვლით.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.
საშემოდგომო სანახაობა მოიცავდა მუსიკალურ და საცეკვაო ნომრებს, მუსიკალურ კომპოზიციას, მხატვრულად წაკითხულ ლექსსა და ხალხურ ცეკვას.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მშობლები და მსაწავლებლები სიამაყით აავსეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები მასწავლებლები და მშობლები.
ღონისძიების მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა დაწყებითი კლასის მასწავლებელი შორენა ტრაპაიძე. ღონისძიებას ორგანიზება კი გაუწია მუსიკის მასწავლებელმა ნინო გოგუაძემ.
იხილეთ ფოტოები: