ბახვის საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა „მოგზაურობა წიგნების სამყაროში“
11-12-2025

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

8 დეკემბერს, ბახვის საჯარო სკოლის მე-2 კლასში (მასწავლებელი ეკატერინე არუსია), მშობელთა ჩართულობით, ჩატარდა მეტად საინტერესო მორიგი აქტივობა თემაზე - „მოგზაურობა წიგნების სამყაროში“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი შეხვედრები მიმდინარეობს მშობელთა ჩართულობით და მიზანია წიგნების მიმართ ინტერესის აღძვრა და წიგნიერების დონის ამაღლება მოსწავლეებში.

გასულ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში შეარჩიეს მათთვის საინტერესო წიგნები. მშობლებთან ერთად წაიკითხეს და მოამზადეს პრეზენტაციები. წაკითხულის წარმოსახვაში გაცოცხლების მიზნით შექმნეს ილუსტრაციები და დიორამა. ამ შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ წიგნის განვითარების ისტორიას. ლექსებით მოეფერენ მას და წარმოადგინეს მათი ხელით შექმნილი პირველი წიგნი - „დაკარგული ბიჭის ამბავი“. დაიგეგმა მომდევნო შეხვედრა თემაზე ქართული ხალხური ზღაპრები და ინტელექტუალური თამაშები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203