ქუთაისის N24 სკოლა საოცარი ღონისძიებისთვის ემზადება
11-12-2025

ქუთაისის N24 სკოლა შთამბეჭდავ ღონისძიებას აანონსებს და საზოგადოებას ანა კალანდაძის 101 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციაზე ეპატიჟება. 

ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციას სკოლის თეატრალური დასი და სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი 2000“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „ოვაცია N-2025“-ის ფარგლებში, გამართავს. 

ღონისძიება 12 დეკემბერს, 17 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ ცენტრში გაიმართება. 

„ის, რასაც დიდი ხანია ველოდებით!

ის, რაც დაუვიწყარ მოგონებას დაგიტოვებთ!
შათაბეჭდილება, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ!

თეატრალურ საერთაშორისო ფესტივალ „ოვაცია N-2025“-ის ფარგლებში ოცდამეოთხე საჯარო სკოლა და მასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსაბლი „იმედი 2000“ გიწვევთ ანა კალანდაძის 101 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციაზე: „შთამბერე ქარო, ნახონ ძალა ჩემი გრძნობისა!“ ხელმძღვანელი სალომე უგულავა“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ განცხადებაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203