იყალთოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ძალადობის პრევენციისკენ მიმართულ სასკოლო მარათონის აქტიურად შეუერთდა
11-12-2025

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლა სასკოლო მარათონის - „2:1 - ერთად უსაფრთხო მომავლისთვის!“ აქტიურად შეუერთდა. 

10 დეკემბერს, მარათონის დასკვნითი ეტაპი ჩატარდა. მარათონის მიზანი იყო: მოსწავლეებს საკუთარი ხედვით, შემოქმედებითად წარმოეჩინათ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, მონაწილეობა მიეღოთ თანასწორობისა და უსაფრთხო გარემოს შექმნაში.

პროექტში აქტიურად ჩაერთნენ იყალთოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები (მასწავლებელი ნ. ჯიჯელავა) და სპეციალური მასწავლებელი (ლ.ბოშაშვილი). მათ განახორციელეს არაერთი საინტერესო აქტივობა და შექმნეს პროექტის მსვლელობის ამსახველი ბანერი.

ფინალურ ეტაპზე, პროექტის ორგანიზატორებმა, მარათონში მონაწილე სკოლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203