„პატარაობის სათამაშოებიდან პროფესიებამდე“​ - ტურცხის საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო პროექტი განხორციელდა
11-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

ახლახან, ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელმა თამარ დევდარიანმა მე-5 კლასში განახორციელა მცირე სასწავლო პროექტი პროფესიების თემაზე - სახელწოდებით-„პატარაობის სათამაშოებიდან პროფესიებამდე“.

მოსწავლეებმა მოამზადეს მათი მომავალი პროფესიების შესახებ პრეზენტაციები, პედაგოგის დახმარებით შექმნეს სურათები AI პლატფორმებზე, რომელზეც ისინი გამოსახული იყვნენ მათი სასურველი პროფესიის შესაბამის ფორმაში. ასევე, პრეზენტაციის დროს ეცვათ მათივე არჩეული პროფესიის შესაბამისი სამოსი. პროექტის დასკვნით ეტაპზე წარმოადგინეს პრეზენტაციები და შეაჯამეს პროექტი, პროცესს ესწრებოდნენ მათი მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია. აქტივობა ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისა და მშობლებისათვის. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის საგნის პედაგოგს-თამარ დევდარიანს და წარმატებას უსურვებს მას და მის მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203