
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს დემოკრატიულ ღირებულებებზე ზრდიან და მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ზრუნავენ.
ახლახან, სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - კარინე ვოსკანიანის ინიციატივით, მე-9 კლასში ჩატარდა გაკვეთილი არჩევნების წესების გაცნობის მიზნით.
მოსწავლეები გაეცნენ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების წესებს. საკითხმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ აღნიშნეს, რომ როგორც კი სრულწლოვნები გახდებიან არჩევნებში მონაწილეობას ყოველთვის მიიღებენ.
იხილეთ ფოტოები: