
ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის მიხედვით 2026-2027 სასწავლო წლისთვის მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, იქნება შესაძლებელი თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება 6 წელი - ეხება თუ არა ეს ცვლილება ჯერძო სკოლებს? - ამ კითხვით etaloni.ge - ს არაერთმა მშობლემა მიმართა, სწორედ ამიტომ საკითხი განათლების სამინისტროსთან დავაზუსტეთ.
როგორც უწყებაში განგვიმარტეს, სკოლის ასაკი განისაზღვრება 6 წლით, ცვლილება საჯარო და კერძო სკოლებს ეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო სკოლებს არ აქვთ უფლება პირველ კლასში 5 წლის ბავშვი დაარეგისტრირონ თუ ის 15 სექტემბრისთვის 6 წლის არ იქნება.
დოკუმენტში რომელშიც ცვლილებების შესახებ ვკიტხულობთ, განმარტებულია: ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მისი სოციალურ-ემოციური მზაობისა და განვითარების ტემპის გათვალისწინებით, სკოლის ასაკი განისაზღვრება 6 წლით.