ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართევენ.
აღსანიშნავია, V კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი - ჩვენ საქართველოსა და მათემატიკაში. გაკვეთილის თემა იყო - „სამკუთხედები და ეგვიპტის პირამიდების საიდუმლო“.
მოსწავლეებმა გაიგეს, თუ როგორ უკავშირდება გეომეტრია რეალურ სამყაროს, განსაკუთრებით კი ისტორიას.
ისტორიის მასწავლებელმა ბავშვებს გააცნო ეგვიპტის პირამიდების დანიშნულება, შექმნის გზა და კულტურული მნიშვნელობა, მათემატიკური კუთხით კი შეისწავლეს პირამიდის აგებულება.
სასწავლო პროცესს მასწავლებლები - ზურაბ სიხარულიძე და ელენე სიხარულიძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: