იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჯარო ბიბლიოთეკაში ნოდარ დუმბაძის მოთხრობები განიხილეს
10-12-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან, VII კლასის მოსწავლეები საჯარო ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ. მე-7 კლასის მოსწავლეებმა საჯარო ბიბლიოთეკაში - ნოდარ დუმბაძის მოთხრობები - „ძაღლი“, „სისხლი“ და „ბოშები“ განიხილეს.

მე-7 კლასელებმა ერთმანეთს საინტერესო კითხვები დაუსვეს და დამსწრე საზოგადოებას თავიანთი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

სასწავლო პროცესს მასწავლებელი სოფიო კალანდაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს და ბავშვებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203