
მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს საინტერესო ღონისძიებებითა თუ აქტივობებით ეხმაურებიან.
რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საყვარელი ავტორის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე. 14 ნოემბერს, მე-3ბ კლასის (ხელმძღვანელი ფ. სიგუა) მოსწავლეებმა მწერლის საბავშვო ნაწარმოებების ფერად სამყაროში იმოგზაურეს. ბავშვებმა გაიხსენეს შვედი მწერლის ცხოვრება, მისი ბიოგრაფია, გააცოცხლეს საყვარელი პერსონაჟები, შექმნეს პოსტერები.
ცნობილი შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“ „ლიონებერგელი ემილი“ და „ბიულერბიუელი ბავშვები.
იხილეთ ფოტოები: