აბუილის საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველი თოვლის მოსვლას ჟრიამულით შეხვდნენ
11-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი თოვლის მოსვლა იზეიმეს.

სკოლაში მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, სწორედ ამიტომაც, მათ ნატვრა აუსრულეს და თოვლში გასართობად გაიყვანეს. 

მოსწავლეებმა პირველი თოვლით გაიხარეს, სკოლის ეზოში იგუნდავეს, ითამაშეს, დრო ხალისიანდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. მოსწავლეთა სიხარული პედაგოგებმაც გაიზიარეს. 

ეს დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ, ლამაზ მოგონებად იქცა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203