
მარტვილის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით, ხორციელდება არაერთი საინტერესო პროექტი, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მარინე თოფურია, ბიოლოგიის მასწავლებელი ს. ხარებავა ,ქიმიის მასწავლებელი დ. ჭილაძე) სკოლაში განახორციელეს პროექტი - „შოკოლადის ქიმია“, რომლის ფარგლებში ისინი დაეუფლნენ ცოდნას შოკოლადის შემადგენლობის და წარმოების შესახებ.
პროექტის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო კომპანია „ბარამბოში“ სტუმრობა, სადაც ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი თვალით ენახათ, თუ როგორ მზადდება შოკოლადი - ნედლეულის შერჩევიდან საბოლოო პროდუქტის ჩამოსხმამდე.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. შოკოლადის ქარხნიდან მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
განსაკუთრებული მადლობა მხარდაჭერისთვის კლასის დამრიგებელს - მარინე თოფურიას, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „ბარამბოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: