გორელოვკის N3 და სპასოვკის N1 სკოლების მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი გაიმართა 
10-12-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 და სპასოვკის N1 საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი, რომელსაც ორგანიზება ინგლისური ენის მასწავლებლმა ნატო ვანაძემ გაუწია. 

როგორც პედაგოგი გვეუბნება, Spelling Bee 2025 - ნიმოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 და გორელოვკის N3 საჯარო სკოლების ერთობლივი ღონისძიებაა, რომელიც სკოლებში განსაკუთრებულად მოტივაციის მომცემი აღმოჩნდა. 

გაერთიანებულად ჩატარდა Spelling Bee-ს კონკურსი მე-6-მე-7 კლასების მოსწავლეებისთვის, რაშიც ამ ორი სკოლის მოსწავლეებმა მეგობრულად და დიდი ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა.

მოსწავლეებმა გამოავლინეს შესანიშნავი უნარები:

  • სიტყვების ზუსტი მართლწერა;
  • სწრაფი რეაგირება;
  • გამბედაობა და სცენის კულტურა;
  • გუნდურობა და ჯანსაღი კონკურენცია.

კონკურსის დასასრულს გამოვლინდა სამი საპრიზო ადგილი, რომლებმაც განსაკუთრებული ცოდნა, ყურადღება და გამორჩეული შრომისმოყვარეობა დაგვანახეს.

I ადგილი ილია ვანაძე;

II ადგილი-ირაკლი მარკოიძე;

III ადგილი-მანუჩარ მიქელაძე.

ყოველი მონაწილე იყო ღირსეული და ძლიერი კონკურენტი, მათ გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები ხოლო გამარჯვებულებმა დაიმსახურეს აპლოდისმენტები, პრიზები და პატარა „ჩემპიონთა“ რიგებში განსაკუთრებული ადგილი!

კონკურსი იყო ძალიან ემოციური, სახალისო და თან შემეცნებითი. ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სწორი მოტივაციით შეუძლებელი არაფერია.

„დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს, სკოლების ადმინისტრაციას შესაძლებლობისათვის და უზარმაზარი ბრავო ჩვენს პატარა „სპელერებს“ — ვამაყობ თქვენით!“,-აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203