აბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პლანეტების შესახებ საინტერესო პლაკატები შექმნეს
10-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებები მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა. 

ახლახან, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე საინტერესო და მრავალფეროვანი კომპლექსური მუშაობა ჩაატარეს.

მათ მოამზადეს პლაკატები პლანეტების შესახებ და საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციები ჩაატარეს. 

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა, საკითხის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს და ეს ყველაფერი ხალისითა და დიდი ინტერესით გააკეთეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203