რუსთავის N23 სკოლას ახალგაზრდობის პატრიოტული სულისკვეთებისა და მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
10-12-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას გადაეცა სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მადლობის სიგელი, ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის, პატრიოტული სულისკვეთებისა და მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

სკოლაში განსაკუთრებით ამაყობენ იმ ფაქტით, რომ საქართველოს მასშტაბით ორი სკოლიდან რუსთავის №23 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, საიდანაც ყველაზე მეტი მოსწავლე  შეუერთდა ნებაყოფლობით წვევამდელთა ეროვნულ სამსახურს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლის მოსწავლეების მაღალ სამოქალაქო ცნობიერებასა და პასუხისმგებლობის გრძნობას.

„ეს მიღწევა წარმოადგენს ჩვენი სკოლის პედაგოგიური კოლექტივისა და მოსწავლეების ერთობლივი შრომის შედეგს. აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო პროცესებში კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მიზანს - აღვზარდოთ ღირსეული, განათლებული და ქვეყნის ერთგული თაობა.

ვუხდით მადლობას ორგანიზატორებს დაფასებისა და ნდობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203