„ოპერა“ - შთამბეჭდავი პროექტი ითხვისის N1 საჯარო სკოლაში
10-12-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში, პროექტის - „ოპერა“ შემაჯამებელი პრეზენტაცია მოეწყო.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ: მუსიკის მასწავლებელი დიანა კირვალიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიკა კოვზირიძე, კლასის ხელმძღვანელი ალექსანდრა კვიციანი.

დაგეგმილი აქტივობები საინტერესოდ წარიმართა. მე-7 კლასის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საოპერო თეატრების შესახებ. მოიპოვეს ვიდეო და აუდიომასალები ცნობილი ოპერებიდან, შეისწავლეს ქართველი ოპერის მომღერლების ბიოგრაფიები, შეიქმნა ილუსტრაციები („მძინარე ეთერი“, ‘’აბესალომი გზაზე“, „ეთერი და აბესალომი“).

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოეწყო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია. მოსწავლეებმა მოინახულეს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის საოპერო თეატრი, დაესწრნენ წარმოდგენას და შეხვდნენ საოპერო მომღერლებს.

რეალურ გარემოში ნანახმა და მოსმენილმა მოსწავლეებზე უფრო ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა, მათ უკეთესად გაიაზრეს პროექტის არსი.

პროექტის დასასრულს მოეწყო შემაჯამებელი პრეზენტაცია. მოსწავლეებმა შეაჯამეს  განხორციელებული აქტივობები.  მათ შეძლეს ტექსტის სცენად გადმოტანა-ვიზუალურად, ემოციურად და მოქმედებით.

საინტერესოდ  წარდგნენ აუდიტორიის წინაშე და თავიანთი შთაბეჭდილებები სასკოლო  საზოგადოებას გაუზიარეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203