„პრემიას თბილისის ბაღების თანამშრომლები მიიღებენ - ხელფასის 100 პროცენტს“ - ოფიციალური განმარტება 
10-12-2025

ახალი წელი ახლოვდება და სადღესასწაულოდ სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლებისთვის აქტუალურია საკითხი - „მიიღებენ თუ არა წინასაახალწლოდ ფინანსურ წახალისებას“?

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, etaloni.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, დაერიცხებათ თუ არა პრემია ბაღების პერსონალს, რისთვისაც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს მივმართეთ.

მათი განმარტებით, სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალი წინასახალწლოდ „პრემიას“ მიიღებს, რომელიც ხელფასის 100 პროცენტს შეადგენს:

„დიახ, ფულადი ჯილდო დაირიცხება, ხელფასის 100 პროცენტი“, - გვითხრეს სააგენტოში.

რეგიონების ბაღების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არეგულირებენ და დანამატის შესახებ გადაწყვეტილებებსაც ისინი იღებენ, შესაბამისად, ერთიანი დოკუმენტი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალისთვის დანამტისა თუ პრემიის გაცემაზე, არ არსებობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203