
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში, წარმოაჩენენ ცოდნასა და იძენენ ახალ გამოცდილებას.
ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ საქალაქო ტურში იასპარეზეს.
მოსწავლეები თამაშში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: