რესურსცენტრში განაცხადი კონკრეტულ ვადებში უნდა წარადგინოთ - შაბლონი და დეტალური ინფორმაცია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო ენის გამოცდაზე რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ შესაბამისი პირი რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ტესტირებაზე ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ტესტირებაში მონაწილეობაზე.
საფასურის დაბრუნების თაობაზე შევსებული
განაცხადი მიიღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (ე. მინდელის ქუჩა №9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში 2025 წლის 9 დეკემბრის 13:00 საათიდან 2025 წლის 17 დეკემბრის 18:00 საათამდე.
თანხა აპლიკანტებს დაუბრუნდებათ განცხადებების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.