ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლე ილია გახარიამ რესპუბლიკურ შეჯიბრებაზე, თავისუფალ ჭიდაობაში საპრიზო ადგილი დაიკავა 
10-12-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია. მათი მიღწევები კი საამაყო. 

ახლახან, სკოლის VIა კლასის მოსწავლე ილია გახარია დაჯილდოვდა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირში წარმატებული ასპარეზობისთვის. 

ჭიდაობის ფუძემდებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გიორგი ბოგდანოვისა და სსრკ-ის ყოფილი ჩემპიონის გურამ გობეჯიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ "XI რესპუბლიკურ შეჯიბრება, თავისუფალ ჭიდაობაში ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაიმართა. მოსწავლემ ტურნირში მე-3 ადგილი დაიკავა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

მოსწავლის სპორტის მასწავლებელი გიორგი გაფრინდაშვილი გახლავთ, მისი კლასის დამრიგებელი კი - ნათია ხაზარაძე. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203