
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, ხელოვნების მასწავლებლის, ნონა კილავას ინიციატივით, გაიმართა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. ამ ნამუშევრებით VI, VII, VIII და IX კლასის მოსწავლებმა თავიანთი უნიკალური ხედვა და ნიჭი წარმოგვიდგინეს. შედეგმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.
სპეციალურად შექმნილმა ცხრაწევრიანმა კომისიამ თითოეულ კლასში გამოავლინა გამარჯვებულები, რომლებიც I და II ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
კლასებს შორის გამარჯვებული IX კლასი გახდა.
„მადლობა პედაგოგს და ჩვენს უნიჭიერეს ბავშვებს, ასეთი შრომისა და შემოქმედებისთვის. წარმატებები ყველას, მომავალ გზებზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: