„ფინანსური მათემატიკა“-თბილისის N108 სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს და დაამტკიცეს, რომ მომავლის ეკონომიკისთვის მზად არიან
10-12-2025

თბილისის N108 საჯარო სკოლაში სსწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლაში წარმატებით დასრლდა პროექტი - „ფინანსური მათემატიკა“, რომლის ფარგლებში XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს გამორჩეულად შემოქმედებითი, ღრმა ანალიზითა და ინოვაციური ხედვებით სავსე ნამუშევრები და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მომავლის ეკონომიკისთვის მზად არიან.

მათ (ჯგუფებმა) წარმატებით მოირგეს „ფინანსთა სამინისტროს“ ფუნქცია და როლი, რომლის ას მილიონიანი ბიუჯეტი, პრიორიტეტების გათვალისწინებით, სხვადასხვა სფეროებს გადაუნაწილეს, რასაც არგუმენტებით ასაბუთებდნენ.

მოსწავლეებმა იმუშავეს ფინანსური მათემატიკის ამოცანებზე, ეკონომიკის ძირითადი პრინციპების მოდელირებაზე, ჯგუფური პრეზენტაციების შექმნაზე. პროფესიონალი მკვლევარებივით საუბრობდნენ კრიპტოვალუტის ფუნქციონირებაზე, ბლოკჩეინზე, რეალურ რისკებსა და შესაძლებლობებზე.

„გუწრფელი მადლობა თითოეულ მონაწილეს შრომისთვის, გუნდურობისთვის. ჩვენ ერთად ვქმნით განათლების ახალ სტანდარტს. მადლობა სკოლის ხელმძღვანელობას და კოლეგებს მხარდაჭერისთვის, საუკეთესო შეფასებებისთვის, რაც ჩვენი მოსწავლეების მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია...

მადლობა ეკა ტუღუშს მეგობრული, პოზიტიური გარემოსათვის, რომელსაც აგერ უკვე მეშვიდე წელია ქმნის ჩემი მარგალიტების საკლასო თუ არასაკლასო სივრცეში“,- აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203