„როგორ იკარგება ინფორმაცია“ - ქუთაისის N32 სკოლის მედიაწიგნიერების კლუბის საინტერესო ექსპერიმენტი
10-12-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები ცრუ და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევას საკლუბო მუშაობის ფარგლებში სწავლობენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს მედიაწიგნიერების კლუბი. 

მედიაწიგნიერების კლუბის მორიგი შეხვედრის თემა იყო - „როგორ იკარგება ინფორმაცია: ექსპერიმენტი, სახელად - „ინფორმაციის გადაცემა“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ ექსპერიმენტის მიზანი იყო ეჩვენებინა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნება და პირველწყაროს გადამოწმება თანამედროვე ინფორმაციულ ეპოქაში.

ექსპერიმენტის შემდეგ Მოსწავლეებმა დაასკვნეს:

  • ინფორმაცია იკარგება და იცვლება;
  • პირველწყარო უმნიშვნელოვანესია. რაც უფრო შორს ვართ ნამდვილი ინფორმაციისგან, მით უფრო დამახინჯებული შეიძლება იყოს ამბავი;
  • ზუსტად ამ პრინციპით ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში;
  • წყაროს გადამოწმება აუცილებელია!

„ნებისმიერი ინფორმაცია რომ გავაზიაროთ ან დავიჯეროთ, პირველ რიგში უნდა შევამოწმოთ“,- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203