ალათუმანის საჯარო სკოლის პირველკლასელთა საზეიმო, საანბანო ღონისძიება
10-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა. 

პირველკლასელებმა ღონისძიება გამართეს, რომელიც მშობლიურ ანბანს მიეძღვნა. 

მოსწავლებმა წარმოადგინეს სომხური ანბანის ასოები, თემატური ლექსები, სიმღერები და მცირე სცენები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო სომხური ანბანისადმი ინტერესის გაძლიერება, მოსწავლეთა პირველადი სასწავლო მოღწევების წარმოჩენა.

ღონისძიება ჩატარდა თბილ და მეგობრულ გარემოში, სომხური ენის მასწავლებლის - სედა ტონოიანის მაღალპროფესიონალური ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით.

პატარებმა დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინეს საინტერესო საზეიმო პროგრამა და წარმოაჩინეს ცოდნა და შესაძლებლობები.

როგორც პედაგოგი გვეუბნება, მოსწავლეები ხალისით აგრძელებენ მშობლიური ენის ანბანის სწავლას და თვითონვე ავითარებენ კითხვისა და წერის საწყის უნარებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203