
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებს მიმართევან. აღსანიშნავია პრეზენტაციებით სწავლება, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.
ახლახან, მე–5 კლასელებმა, საგნის - „ჩვენი საქართველო“ შესწავლისას თემაზე - „ქართლის ღირსშესანიშნაობები“ იმუშავეს.
მოსწავლეებმა თემის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს და კლასში წარადგინეს.
მე-5 კლასელებმა საინტერესოდ ისაუბრეს ქართლის ღირსშესანიშნაობებზე, მათ კულტურულ მნიშვნელობასა და ღისებულებაზე.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: