საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის 400-ზე მეტი მოსწავლე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ეზიარა
10-12-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული აღნიშნეს. 

სადღესასწაულო წირვაზე წმიდა ტბელ აბუსერისძის ტაძარში, სკოლა-გიმნაზიის 400-ზე მეტი მოსწავლე ეზიარა.

სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა. 

„სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს, პედაგოგებს, მოსწავლეთა მშობლებს და თანამშრომლებს - გილოცავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას 4 დეკემბერს დღესასწაულობს. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება არის 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203