კიზილქილისის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა წმინდა გიორგის ცხოვრებასა და მოწამეობრივ ღვაწლს ღონისძიება მიუძღვნეს
09-12-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. აქტიურად აღინისძნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაული სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებული ენთუზიაზმით აღნიშნეს. 

ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა წმინდა გიორგის ცხოვრების ამსახველი ამბები გააჟღერეს და ქრისტიანულ კულტურაში მისი მნიშვნელობა აღნიშნეს. 

ღონისძიება საზეიმო გარემოთი გამოირჩეოდა.

მოსწავლეები ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში - მათ შორის თემატურ პრეზენტაციებში, მხატვრულ ნომრებსა და დისკუსიებში, რითაც დღესასწაულს უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხასიათი შესძინეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7, ვიდეო8

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203