
თბილისის N108 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლას სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია „ვეისთლესი“ ესტუმრა და ჩაატარა გამორჩეულად საინტერესო შეხვედრა სპეციფიკური და სახიფათო ნარჩენების მართვაზე.
მოსწავლეებმა გაიგეს, როგორ ხდება ასეთი ნარჩენების უსაფრთხო შეგროვება, გადამუშავება და ნეიტრალიზაცია, ნახეს პრაქტიკული მაგალითები და მიიღეს პასუხები კითხვებზე.
თბილისის N108 საჯარო სკოლამაც წარადგინა საკუთარი მცირე კვლევითი პროექტი - მძიმე მეტალების გავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ბოლო პერიოდში სკოლაში არაერთი ინტეგრირებული აქტივობა ჩატარდა, რომლებიც სტუმრებს გააცნეს.
სკოლაში მადლობას უხდიან ორგანიზაციას სტუმრობსა და მოსწავლეებისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისთვის.
„განსაკუთრებული მადლობა Wasteless-ს პროფესიონალიზმისთვისა და ეკოლოგიური ცნობიერების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. ასეთი პარტნიორები ჩვენი სკოლის განვითარებას ახლებურ ენერგიას მატებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: