ფოთის N7 საჯარო სკოლაში ისტორიის გაკვეთილები დამოუკიდებლობის თემას მიეძღვნა
04-07-2018
ფოთის N7 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს კვირეული მიუძღვნეს. კვირეულის ფარგლებში სკოლაში ისტორიის გაკვეთილები დამოუკიდებლობის თემას მიეძღვნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე მონოლოგის, დიალოგის და დისკუსიის ფორმით ისაუბრეს, პედაგოგებმა კი 1918 -1921 წლების მოვლენებზე გაამახვილეს ყურადღება და აღსაზრდელებს თემასთან დაკავშირებით ვიდეომასალა აჩვენეს.
წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია