ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები STEAM კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ 
10-12-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში STEAM საგნების სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა ცოდნასა და შესაძლებლობებზე აისახება. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს ეგიდით ჩატარებულ STEAM პროექტის კონკურსში, სადაც აირჩიეს - „ეპიკური სკოლის მაკეტი“. გუნდმა მოიპოვა დაფინანსზება 500 ლარის ოდენობით. მოსწავლეებმა შეიძინეს საჭირო რესურსები და შექმნეს „მომავლის სკოლა“.

მოსწავლეები მონაწილეობდნენ დასკვნით კონკურსშიც, სადაც დაჯილდოვდნენ სერტიფიკატით.

მოსწავლეთა პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ  - ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ლია ნატროშვილი.

ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეებით და შემდგომ წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203