
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის თეატრში სტუმრობა სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია და ემსახურება ბავშვების კულტურულ განვითარებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის Iა (კლასის ხელმძღვანელი მაია ხორბალაძე) და Iბ (კლასის ხელმძღვანელი ბელა ოქრიაშვილი) კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ თეატრში - „მეორე სახლი“.
მოსწავლეებმა თეატრის სცენაზე ვაჟა-ფშაველას სპექტაკლად ქცეული მოთხრობა - „სათაგური“ ნახეს.
„დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე“,- ასე აფასებენ მოსწავლეთა გასვლით ღონისძიებას სკოლაში.