
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
მე-5ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მზიური კოჩალიძის ხელმძღვანელობით, მესხიშვილის მეღვინეობას - LisiWine-Meskhishvili Winery სტუმრობდნენ, სადაც ეთნო ტური გაიარეს.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ქართული ნუგბარი, დაათვალიერეს ოდა, ასევე, გაეცნენ ღვინის დამზადების ტექნოლოგიასა და ისტორიას.
მოსწავლეები ტურიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: