ქუთაისის N36 სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღესთან დაკავშირებით, საინტერესო შეხვედრები, დისკუსიები და პრეზენტაციები მოეწყო
09-12-2025

3 დეკემბერს მსოფლიომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. 

2025 წელს ამ დღის თემაა იყო - „შშმ პირთათვის ინკლუზიური საზოგადოების განვითარება, სოციალური პროგრესის ხელშეწყობის მიზნით“.

მსოფლიო კამპანიას ქუთაისის N36 საჯარო სკოლა ატიურად შეუერთდა. სკოლის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულმა სპეციალისტებმა დაგეგმეს საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრები, დისკუსიები, პრეზენტაციები.

მოსწავლეები აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ, საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და მითები და სტერეოტიპები ერთმანეთისგან გამიჯნეს. 

„აღნიშნულმა ღონისძიებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ინკლუზიური განათლება მთელი თავისი არსითა და პრინციპებით გვაძლევს შესაძლებლობას ავიმაღლოთ ცნობიერება, დავამსხვრიოთ სტერეოტიპები და მივიღოთ ადამიანები თავიანთი შესაძლებლობებითა და უნარებით“, - აღნიშნავენ და დასძენენ, რომ ინკლუზიური საზოგადოება იწყება თითოეული ჩვენგანის ქმედებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203