სუს-ის სასწავლო ცენტრს მაგისტრატურა, შსს აკადემიას ბაკალავრიატი დაემატა - შს მინისტრის მოადგილის განმარტებები
16-12-2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს სახელი შეეცვლება, ის აკადემიად გადაკეთდება და ექნება შესაძლებლობა, სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამით ასწავლოს.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, შს სამინისტროს აკადემიის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაქმნის ინიციატივის ფარგლებში, გათვალისწინებულია შეთავაზება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში სუს-ის მომავალი თანამშრომლებისთვის ახალი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარსებებს საბაკალავრო პროგრამა - საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე, რომლის კურსდამთავრებულებს პოლიციელის სტატუსი ექნებათ და შეძლებენ, რომ შემდგომში შს სამინისტროს სისტემაში იმსახურონ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იქნება სამაგისტრო პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მაგისტრის ხარისხის მქონე თანამშრომლები ეყოლება“, - განაცხადა დარახველიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203