
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები დირექციისა და პედგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო კონფერენციებში, წარმოაჩენენ ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს. მათი წარმატება დირექციისა და მასწავლებლებისთვის სამაყოა.
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ინიციატივით, სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა სასწავლო-პრაქტიკული კონფეენცია „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“, რომელსაც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ და საინტერესო მოხსენებებიც წარადგინეს.
ახლახან, პარაკლისის შემდეგ სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა - დეკანოზმა მირიან სამხარაძემ გიმნაზიის მოსწავლეებს - მარიამ კუჭაშვილსა და სალომე გოგილავას ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისთვის სიგელი გადასცა.
მოსწავლეთა საგნის პედაგოგები თეონა მოდებაძე და თამთა ხარატიშვილი არიან.
იხილეთ ფოტოები: