თბილისის N132 საჯარო სკოლაში საახალო ნაძვის ხე პირველკლასელებმა საზეიმოდ აანთეს
09-12-2025

თბილისის N132 საჯარო სკოლაში ჯადოსნური დღეები დაიწყო. სკოლაში უზარმაზარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. 

8 დეკემბერს, სკოლის ცენტრალური ნაძვის ხე ყველაზე პატარებმა - პირველკლასელებმა ააბრწყინეს. 

ამ დღეს ლაპლანდიის მთისპირეთიდან „სანტას სოფელს“ - სანტა კლაუსსა და ფიფქიას უმასპინძლეს. ანიმატორებმა პატარებს დღე კიდევ უფრო გაულამაზეს და დაუვიწყარი წუთები და მოგონებები აჩუქეს. 

ამ დღეს სკოლა ჯადოსნურ ქალაქად იქცა - ცენტრალური ნაძვის ხე კი პირველკლასელთა ჟრიალმულის, თოვლის ბაბუას კეთილი სურვილებისა და ფიფქიას ღიმილის ფონზე აინთო.

ეს სიხარული პატარებს მთელი წელი გაჰყვებათ. 

„ჩვენ, ყველანი გავხდით წინასაახალწლო ისტორიის მონაწილენი“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ წინასაახალწო ჯადოსნურ დღეს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203