„ერთი ყველასათვის-ყველა ერთისათვის“ - დიდი დმანისის საჯარო სკოლაში სახალისო, შემეცნებითი ვიქტორინა ჩატარდა
09-12-2025

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

ახლახან, მე-2 კლასში მასწავლებლის - მაია მთვარაძის, ხელმძღვანელობით, ჩატარდა სახალისო და შემეცნებითი ვიქტორინა სახელწოდებით - „ერთი ყველასათვის-ყველა ერთისათვის“.

მოსწავლეები ვიქტორინაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარება, როგორიცაა სწრაფი და ლოგიკური აზროვნების, გუნდურობის, მოსმენისა და ა.შ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203