თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს სტუმრობდნენ
09-12-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია საინტერესო, მათ განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობებით.

ახლახან, სკოლის მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები 112-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს სტუმრობდნენ. 

ბავშვებმა დაათვალიერეს ცენტრი, გაეცნენ ოპერატორების მუშაობას და ნახეს, როგორ იღებენ გადაუდებელ ზარებს. მათ აუხსნეს, როდის და როგორ უნდა დარეკონ 112-ში.

ვიზიტის ბოლოს გაიმართა ფილმის ჩვენება უსაფრთხოების შესახებ. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრა იყო საინტერესო და სასარგებლო.

გასვლით აქტივობას პედაგოგები: ასმათი იობაშვილი, ეკატერინე ოქროპირიძე და ლიანა ქსოვრელი ხელმძღვანელობდნენ. 

ინტერაქციულმა ვიზიტმა, ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას უსაფრთხოების წესებსა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203