თბილისის №108 სკოლის მოსწავლეებს რადიაციული უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ 
09-12-2025

თბილისის №108 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა საინფორმაციო ლექცია-სემინარი ჩაატარეს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა რადიაციისა და რადიაციული უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას.

სემინარის ფარგლებში სააგენტოს სპეციალისტებმა მოსწავლეებს გააცნეს საბაზისო ინფორმაცია რადიაციის შესახებ, რადიოაქტიული გამოსხივებისა და რადიოაქტიური წყაროების ტიპებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი იყო პრაქტიკული მაგალითები მათი გამოყენების თანამედროვე მეთოდების შესახებ - მედიცინასა და მრეწველობაში. თვალსაჩინოების სახით აჩვენეს ხელსაწყოები, რომელიც გამოიყენება რადიოაქტიური წყაროების სამძებრო სამუშაოების და ინსპექტირება - რეაგირების პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება მიეცათ აქტიურად დაესვათ კითხვები და გამოეთქვათ აზრი სხვადასხვა სიტუაციებთან დაკავშირებით.

ფოტო: ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203