
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა სპორტულ ცხოვრებას ახალისებენ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევიან. ბავშვების მიღწევებით კი ამაყობენ და საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებენ.
ამჯერად, სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლის - ბაჩანა ბჟალავას სპორტული წარმატებით ხარობენ. მე-9 კლასელმა მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა მკლავჭიდის შეჯიბრში.
შეჯიბრი ქალაქ სენაკის რესურსცენტრის უფროსის- ელისო შურღაიას, მხარდაჭერითა და მკლავჭიდის მოყვარულთა კლუბის, ბატონი ფელიქს ხურცილავას ხელმძღვანელობით გაიმართა.
შეჯიბრს სპორტის მასწავლებელი გიორგი ჯღამაძე ხელმძღვანელობდა.
ნოქალაქევის საჯარო სკოლა ულოცავს ბაჩანას გამარჯვებას.
იხილეთ ფოოტები: