„სუპერგუნდი! - ტიტული მოპოვებულია!“ -ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ თამაშში 
09-12-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნას, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება. 

ამის ნათელი მაგალითია, ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა წარმატება. 

30 ნოემბერს, ხობელ და სენაკელ ტვინიკოსებმა „ტვინების ბრძოლა“ ითამაშეს.

გუნდური ინტელექტუალური თამაშის საქალაქო ტურის მორიგ გაჩერებას სამეგრელოში ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-5 კლასელები შეუერთდნენ, წარმატებით იასპარეზეს და საქალაქო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს. 

გუნდში ირიცხებიან:

  • მარიამ გახოკიძე,
  • თემურ მაშია,
  • სესილი სანიკიძე,
  • ბარბარე ფოჩხუა,
  • ანი გვაზავა.

დამრიგებელი: მიმოზა ფაცაცია.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და გუნდს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.

„სუპერგუნდი! - ტიტული მოპოვებულია ღირსეულად-ინტელექტუალური ოსტატობის, სტრატეგიული აზროვნებისა და ერთიანი გუნდის შეუპოვარი ძალისხმევის შედეგად!

ნოქალაქევის საჯარო სკოლა მადლობას უხდის გუნდს და მის დამრიგებელს სკოლის ღირსეულად წარმოჩენისთვის და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203