ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო სასწავლო პროექტი განახორციელეს
09-12-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საგნებთან ერთად, ჰუმანურობას, ემპათიასა და სიკეთის კეთებას ასწავლიან. 

ახლახან, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, დირექტორის - ფარანძენ სტამბოლციანის და საგნის პედაგოგის არევიკ სირაკანიანის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების შესწავლის ფარგლებში განახორციელეს საქველმოქმედო სასწავლო პროექტი.

პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა განსაკუთრებული თავდადება და ორგანიზებულობა გამოიჩინეს.

მათ დაგეგმეს კამპანია, შეისწავლეს საჭიროებები და ერთმანეთს ვაუნაწილეს პასუხისმგებლობები.

პროექტმა ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობისა და თანაგრძნობის გაღრმავებას შეუწყო ხელი და, რაც მთავარია საზოგადოების კეთილდღეობაში შეიტანეს წვლილი. 

მსგავსი პრაქტიკული პროექტები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიაზრონ მოქალაქეობის მნიშვნელობა და ჩართულნი იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203