
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ წნორის №3 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
1-ელ დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, წნორის №3 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი - „მიკრობები და ჩვენ“. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ამავე სკოლის VIII კლასის და სკოლა „ეტალონი 2015-ის“ VIII კლასის მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
მოსწავლეებმა გააკეთეს პოსტერების პრეზენტაცია, ისაუბრეს მიკრობების საფრთხეებსა და აქცენტი გააკეთეს პრევენციის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის პედაგოგი ირმა დუღაშვილი.
იხილეთ ფოტოები: