
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული პროექტში - „დემოკრატია იწყება სკოლაში“, რომლის მთავარი მიზანია მოსწავლეთა მონაწილეობისა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გაძლიერება.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები არაერთ აქტივობაში არიან ჩართულნი და იმდიდრებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას.
ახლახან, მოსწავლეებმა საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობაზე იმუშავეს და მეორადი და არასაჭირო ნივთებისგან საინტერესო საახალწლო დეკორაცია შექმნეს.
იხილეთ ფოტოები: