
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ.
აღსანიშნავია, საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი მუსიკასა და ქართულ ენალიტერატურაში, რომლის თემა იყო - „იავნანამ რა ჰქმნა?!“
გაკვეთილზე მოსწავლეებმა „იავნანას“ ემოციურ დატვირთვაზე ისაუბრეს. ლიტერატურული ტექსტის გააზრების პარალელურად, მათ ყურადღება გაამახვილეს იმ გავლენაზე რასაც ბავშვის ემოციურ სამყაროზე ახდენს.
ინტეგრირებულმა ფორმატმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, მუსიკისა და ლიტერატურის ჭრილში დაენახათ ქართული ფოლკლორის სიმდიდრე, განევითარებინათ მსჯელობის, მოსმენისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები.
გაკვეთილი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, საინტერესოდ წარიმართა.
იხილეთ ფოტოები: