
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. მოსწავლეებიც ენთუზიაზმითა და საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან.
ახლახან, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე მოამზადეს პოსტერები, რომელთა მიზანი იყო გაცნობოდნენ სტიქიურ უბედურებებს, ტორნადოს წარმოშობასა და კატაკლიზმების დროს ქცევის წესებს.
მოსწავლეებმა უკვე კარგად იციან, რომ ტორნადო ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში.
მასწავლებლის - კარინე ვოსკანიანის დახმარებით, ბავშვებმა დეტალურად შეისწავლეს თემა და შესანიშნავად შეასრულეს დავალება.
იხილეთ ფოტოები: