„ოქროსფერი შემოდგომა“ - შემოქმედებითა და მხიარულებით სავსე აქტივობა გურძემის საჯარო სკოლაში
09-12-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

სკოლის ეზოში ​გაიმართა შემოქმედებითა და მხიარულებით სავსე აქტივობა „ოქროსფერი შემოდგომა“, რომელმაც მოსწავლეებს ცოდნის მიღების პარალელურად საზეიმო განწყობაც შეუქმნა.

აქტივობას ორგანიზება გაუწიეს II კლასის მასწავლებელმა, ნანა შულაიამ და IV კლასის მასწავლებელმა, ირინოლა ჯანჯღავამ. მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ ღონისძიებაში.

სკოლის ეზოში ნამდვილი საშემოდგომო ფესტივალი მოეწყო: ფერად-ფერადმა დეკორაციებმა, გამოფენილმა საშემოდგომო ნობათმა და ბავშვების ჟრიამულმა საოცარი განწყობა და ემოციები დაატრიალა. 

მოსწავლეებმა წარმატებით წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები. ტრადიციულმა საშემოდგომო რიტუალმა - ჩუrჩხელების ამოვლებამ კი ბავშვები განსაკუთრებულად გაამხიარულა. 

ღონისძიებამ ბავშვებს კიდევ ერთი თბილი, პოზიტიური და ფერებით სავსე ღონისძიება აჩუქა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203