
ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ინიციატივებით, პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ.
ბიოლოგიის გაკვეთილი მე-7გ კლასში განსაკუთრებულად საინტერესოდ და ინოვაციურად წარიმართა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საგანმანათლებლო პროექტი „ბაქტერიების სასამართლო“, რომელიც ინიცირებული სასამართლო პროცესის ფორმატში ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა როლს ასრულებდნენ: პროკურორები, ადვოკატები, მოწმეები და თავად „ბაქტერიები“ - განსხვავებული პერსონაჟები, რომლებსაც საკუთარი თავის გამართლება ან დაზიანების დამტკიცება უწევდათ.
გაკვეთილი კიდევ უფრო საინტერესო და შინაარსობრივად მდიდარი გახდა ქართული ლიტერატურის ელემენტების ინტეგრირების წყალობით, რამაც შემოქმედებითი წინსვლისა და განსხვავებული ხედვის შესაძლებლობა შექმნა.
პროექტის მთავარი მიზნები იყო:
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დიდი მონდომებით იმუშავეს და თავიანთი უნარები დაუფარავად წარმოაჩინეს.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ეკა იკოშვილი და ციცინო ჭეიშვილი.
იხილეთ ვიდეო: