ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარკ ტვენის დაბადების დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
08-12-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დიდი ამერიკელი კლასიკოსის, მარკ ტვენის დაბადების დღე აღნიშნეს. ღონისძიება ინგლისური ენის პედაგოგის ქეთვან კუბლაშვილის ორგანიზებით ჩატარადა.

„30 ნოემბერი დიდი ამერიკელი კლასიკოსის, „ამერიკის ლიტერატურის მამის“, ბავშვებისთვის საყვარელი ნაწარმოებების ავტორის, მარკ ტვენის დაბადების დღეა. 190 წლის წინ მოევლინა ის ქვეყანას და დღემდე ცოცხლობს მისი სახელი. 
 
მე-7 ბ კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს დიდი შემოქმედი, გაეცნენ მის ბიოგრაფიას, იმ ადგილებს, სადაც მარკ ტვენი დაიბადა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი წლები გაატარა, ინგლისურ ენაზე წაიკითხეს „ტომ სოიერის თავგადასავალი" და ტომისა და ჰაკის მეგობრობის საიდუმლოს ეზიარნენ. ეს ყველაფერი მრავალფეროვან ინგლისურენოვან პრეზენტაციებად აქციეს და კლასისა და მასწავლებლების წინაშე წარადგინეს . ბოლოს კი, მხიარულ ვიქტორინაში გუნდურად იასპარეზეს და მიღებული ცოდნის გამოვლენაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. 
 
აღნიშნული გაკვეთილი იყო ნაწილი პროექტისა „დემოკრატია იწყება სკოლაში!“ ამით არ მთავრდება, - მოსწავლეები აგრძელებენ მარკ ტვენის ნაწარმოებების წაკითხვას და წინ საინტერესო თავგადასავალი ელით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203